“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის ზოგიერთი მუხლი 2016 წელს ამოქმედდება”

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის ზოგიერთი მუხლი 2017 წლის მაგივრად, 2016 წელს ამოქმედდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო თათბირზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე და პარლამენტის წევრები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობენ.

სამუშაო თათბირს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრმა ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა