თავდაცვის მინისტრმა ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

ტთინა ხიდაშელის გარდა საზეიმო ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

„ვულოცავ ფრანგ ხალხს ამ მნიშვნელოვან დღეს, თავისუფლების ზეიმს. ვულოცავ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, საფრანგეთის ხელისუფლებას. საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობა ბევრ შედეგიან წელს ითვლის, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებული იყო საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო დიდ მხარდაჭერაში გადაიზრდება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და საქართველო-საფრანგეთის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

საზეიმო მიღება საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა გახსნა. მან დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში მტკიცე თანადგომის გამო მადლობა გადაუხადა. გენერალური შატაბის უფროსმა კი იმ სამხედრო პროგრამებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო საფრანგეთთან ერთად უკვე ახორციელებს.

„საფრანგეთი ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. მათთან ერთად გარკვეულ სამხედრო პროგრამებს ვახორციელებთ. ფრანგები განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართული სამთო მომზადების მიმართულებით. დაგეგმილი თანამშრომლობის პროგრამები კი კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს“,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკანომდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის ზოგიერთი მუხლი 2016 წელს ამოქმედდება”
შემდეგი სტატიაგლდანში აფეთქებული კორპუსიდან მაშველებმა მეოთხე ცხედარი ამოიყვანეს