თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

 

თბილისის მერია უარყოფს იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე “თბილისი 2015”-ზე დასწრების მოსაწვევი, მოსკოვის მერს გაეგზავნა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში დედაქალაქის მერიაში ყველა მონაწილე ქვეყნის სახელზე მომზადდა მოსაწვევები.

“ეს იყო ოლიმპიური ღონისძიებების ორგანიზების პროცედურით გათვალისწინებული ტექნიკური მხარე. მოსაწვევები გადაიგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მერიის, როგორც მასპინძელი დედაქალაქის ფუნქციაა, მოსაწვევების დამზადება. დაგზავნის პროცედურას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მონაწილე ქვეყნებში მოსაწვევები უკვე გაგზავნილია. მოსკოვში ოლიმპიურ ფესტივალზე დასწრების მოსაწვევი არ გაგზავნილა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“გაზის სუნი იყო, 3 დღე რეკავდნენ, მაგრამ არ მოვიდა არავინ”
შემდეგი სტატია“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის ზოგიერთი მუხლი 2016 წელს ამოქმედდება”