ლუგანსკში ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

ლუგანსკში, ე.წ. ბოევიკებმა უკრაინელ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად 2 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 16 დაიჭრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა წუხელ მოხდა. ასევე დაჭრილია ერთი მშვიდობიანი მოსახლე.
პრორუსმა “ბოევიკებმა” უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს ცეცხლი დონეცკის აეროპორტთან და დონბასის 10 დასახლებასთანაც გაუხსნეს. მხოლოდ წუხანდელი ღამის განმავლობაში, ე.წ. ბოევიკების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 14-ჯერ დაირღვა.

banner
წინა სტატიაში“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” უდო-ს კომისიის გაუქმებას აპროტესტებს
შემდეგი სტატია“ნიუ იორკ თაიმსი” მკითხველს 2015 წელს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს