კადიროვი: ისლამისტები მაშინათვე დაიშლებიან, როცა გაიგებენ რომ ჩვენ მოვდივართ

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა “ბიბისისთან” საუბარში აღნიშნა, რომ ის, როგორც რუსეთის პატრიოტი, მზად არის სირიაში იომოს: “ამას უბრალოდ არ ვამბობ. მე, როგორც მუსლიმი და როგორც რუსეთის პატრიოტი, ვაცხადებ, რომ 1999 წელს, როცა რესპუბლიკა ამ შაითანებით იყო სავსე, რომლებიც დღეს არსებობენ, ჩვენ ყურანს შევფიცეთ, რომ მთელი ცხოვრება ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. მე უბრალოდ კი არ ვამბობ, მე თხოვნით მივმართავ, რომ ნება დაგვრთონ წავიდეთ და ვიომოთ” – განაცხადა კადიროვმა.
მან აღმიშნა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის უმაღლესმა მთავარსარდალმა ვლადიმირ პუტინმა უნდა მიიღოს. ჩეჩნეთის მეთაურის აზრით, როგორც კი სირიაში გაიგებენ იმის შესახებ, რომ ისინი მოდიან, მაშინათვე დაიშლებიან და გაქრებიან ისლამისტები: “ჩვენ ვიცით ისინი, ჩვენ ისინი აქ გავანადგურეთ, ჩვენ მათ ვეომებოდით. და ისინიც გვიცნობენ ჩვენ” – განაცხადა კადიროვმა. “ტერორისტებმა ჯერ არ იციან რა არის ნამდვილი ომი, რადგანაც მათ მხოლოდ ჰაერიდან ბომბავენ და საომარ მოქმედებებში არ ჩართულან” – დაამატა კადიროვმა.

რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა 28 სექტემბერს ნიუ-იორკში ბარაკ ობამასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციებში არ ჩაერთვება.

banner
წინა სტატიაშიეკა ხოფერია: ყოველთვის ვეცადოთ დავუდგეთ გვერდში ჟურნალისტებს, მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლად და დამოუკიდებლად მუშაობის პირობები
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: პარლამენტი უბრალოდ ყველაფერს “გაუპრავებს” ხელისუფლებას”