ეკა ხოფერია: ყოველთვის ვეცადოთ დავუდგეთ გვერდში ჟურნალისტებს, მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლად და დამოუკიდებლად მუშაობის პირობები

„ბევრის დაწერა შეიძლება. არ არის ჩემთვის ასე ცალსახად ყველაფერი, რაც წლების განმავლობაში რუსთავი ორის ირგვლივ ხდებოდა, მით უფრო, რომ ბევრის მოწმე მეც ვიყავი და ვიცი, რომ რამდენიმე ადამიანს უსამართლოდ მოექცნენ.“-ამის შესახებ ჟურნალისტი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ტელეკომპანიის საქმიანობა ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი უნდა შევუწყოთ. ეკა ხოფერიას განმარტებით, ის კოლეგების გვერდით დგას. მან რუსთავი ორის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარიც გამოაქვეყნა.

„არ არის ჩემი გასარჩევი. მიუკერძოებელმა და დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ თემებზე. ვნანობ ბევრ რამეს. ვნანობ თავის დროზე ” იბერიას” რომ გვერდში არ დავუდექით ჟურნალისტები, ” მაესტროს” აფეთქებებს გულგრილად რომ ვატარებდით ( დღემდე არ არის გამოძიებული), დასანანია, რომ ” იმედსაც” თავის დროზე ბევრი არ დაუდგა გვერდში და წლების განმავლობაში პატარკაციშვილების ოჯახს ის ჩამორთმეული ჰქონდა და ვითომც არაფერი, გრძელდებოდა ცხოვრება…

ამიტომ მთავარი: ყოველთვის ვეცადოთ დავუდგათ გვერდში ჟურნალისტებს, მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლად და დამოუკიდებლად მუშაობის პირობები, იმის მიუხედავად, მოწონს ვინმეს მათი რეპორტაჟები თუ არა. სწორედ ამიტომ დღეს ჩემი როგორც ჟურნალისტის მხარდაჭერა კოლეგებს “რუსთავი ორიდან” – წერს ეკა ხოფერია.

banner
წინა სტატიაში“18 დეპუტატი მივლინებაშია ზოგი ავად არის”- ვოლსკი პარლამენტის სხდომის ჩაშლის მიზეზებს განმარტავს
შემდეგი სტატიაკადიროვი: ისლამისტები მაშინათვე დაიშლებიან, როცა გაიგებენ რომ ჩვენ მოვდივართ