იური ვაზაგაშვილის მკვლელობას პარლამენტის წინ აპროტესტებენ

იური ვაზაგაშვილის მკვლელობას საზოგადოების ნაწილი პარლამენტის შენობის წინ აპროტესტებს. რუსთაველზე ამ წუთებში იკრიბებიან “თავისუფალი თაობის” წარმომადგენლები, პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე პირები, ასევე ელოდებიან იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, უფლებადამცველებს.
როგორც პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები აცხადებენ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დაკავშირებულია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, რადგან მას “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის გარდა მტერი არ ჰყავდა.
ზაზა დავითაია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაასრულოს კოჰაბიტაცია “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რადგან დღეს მომხდარი ფაქტი არის “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მოქმედების შედეგი.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილის ახლობლები ითხოვენ, მის დასაფლავებამდე მკვლელობის ყველა დეტალი გახდეს ცნობილი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ჩემთვის შავი დღე გათენდა