იური ვაზაგაშვილის ახლობლები ითხოვენ, მის დასაფლავებამდე მკვლელობის ყველა დეტალი გახდეს ცნობილი

იური ვაზაგაშვილის ახლობლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები რუსთაველის გამზირზე მიდიან, სადაც პარლამენტის შენობასთან აქციას გამართავენ.
როგორც ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” შეკრებილმა ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლებმა და მეგობრებმა განაცხადეს, ისინი პარლამენტთან გამართულ აქციაზე ხელისუფლებას მოსთხოვენ, რომ გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის დასაფლავებამდე მისი გარდაცვალების ყველა დეტალი გახდეს ცნობილი.
“შვილმოკლული ოჯახები სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, რომ ქუჩაში არ მომხდარიყო მკვლელობები. დღეს ჩვენ იური აღარ გვყავს. მე პირადად ვაცხადებ, რომ ყველა პირი, ვინც იურის და ზურას მკვლელობაში იქნა დასახელებული, დაისჯებიან”, – განაცხადა მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ.
მისივე თქმით, არ გაჩერდებიან მანამ, სანამ არ მოხდება ყველა იმ საქმის გამოძიება, მათ შორის იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება. ჯამბულ გამცემლიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 2 დღეში არ დაიდება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დეტალები, მთელი საქართველო ფეხზე დადგება.
ამ დროისთვის გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის ახლობლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

მანამდე, სანამ ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები რუსთაველზე გადაინაცვლებდნენ, მათ “ჯაზუში” პრესკონფერენცია გამართეს.

banner
წინა სტატიაში“სავარაუდოდ, ეს დანაშაული იგივე პირებმა ჩაიდინეს, რომლებმაც ჩაიდინეს მისი შვილის მიმართ დანაშაული – შალვა შავგულიძე
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილის მკვლელობას პარლამენტის წინ აპროტესტებენ