იტალიაში ათასამდე არალეგალი გადაარჩინეს

იტალიის სანაპირო დაცვამ ათასამდე არალეგალი გადაარჩინა, რომლებმაც ღია ზღვაში რამდენიმე დღე გაატარეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით მათი უმეტესობა ერიტრეადან არის. ყველა მათგანი სამაშველო კატერებით სიცილიაში გადაიყვანეს, სამედიცინო დახმარება კი პოზალოს პორტში აღმოუჩინეს.

ექიმებმა ათამდე არალეგალს გაუწყლოვანების დიაგნოზი დაუსვეს. არალეგალებს დროებით თავშესაფარში მოათავსებენ.

banner
წინა სტატიაში“მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს,”-გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არაფრად უღირს