“მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს,”-გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილზე საუბრობს

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

ოდესამიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გიორგი მარგველაშვილი უღირს საქციელად აფასებს.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ საქციელმა შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქვეყანას.

“ნეგატიურად მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. ყოფილ პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები და ეს ღირებულებები არის საქართველოს მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს საქციელი,”- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებას ხელს თავად პრეზიდენტი აწერს.

banner
წინა სტატიაშითქვენ გყავთ ძალიან კარგი და პროფესიონალი შს მინისტრი–გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაიტალიაში ათასამდე არალეგალი გადაარჩინეს