“ისლამურ ქვეყნებში 170 ქართველი წავიდა,”-მამუკა არეშიძე

“ისლამისტური ქართულენოვანი საიტები დაბლოკილია,”- ინფორმაციას ამის შესახებ “სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის” დირექტორი მამუკა არეშიძე აკეთებს. ცენტრის ხელძღვანელს მიაჩნია, რომ ამ პროცესებში სპეცსამსახურების ხელი ურევია.

ექსპერტი მის ხელთ არსებულ სავარაუდო სტატისტიკაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოდან სირიასა და ერაყში 40 ადამიანი იმყოფება. რაც შეეხება სხვა ისლამურ სახელმწიფოებს, იქ აჭარიდან, პანკისიდან და ქვემო ქართლიდან 130 ადამიანი წავიდა.

“ის რაოდენობა, რომელიც სამი რეგიონიდან გავიდა 170 კაცია. დღეს ირკვევა, რომ ამდენი სირიაში და ერაყში არ არის ჩასული და აღნიშნულ ქვეყნებში მხოლოდ 40 ქართველი იმყოფება. ამის პარალელურად გაიზარდა ზოგიერთ არაბულ ქვეყნებში ჩვენი თანამემამულეთა რიცხვიც,”- აცხადებს მამუკა არეშიძე და მთავრობას პროცესებში დროულად ჩარევას ურჩევს.

“მთავრობას ჭირდება სწორი სახელმწიფო პოლიტიკა,”- ამ რჩევას მთავრობას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია აძლევს. როგორც ქუთელია აცხადებს, ვითარება პანკისში მძიმეა და ის ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

“ესეთი პროცესები საგანგაშოა. კარგად შეთანხმებული სახელმწიფო პოლიტიკა უნდა აწარმოოს მთავრობამ. ეს პრობლემა ძალიან ჰგავს ტრეფიკინგს ამის აღმოსაფხვრელად კი მთავრობას მონდომება და გუნდური მუშაობა სჭირდება,”- აცხადებს ბათუ ქუთელია.

banner
წინა სტატიაში“უნდა შემცირდეს ან სრულად უნდა აღიკვეთოს ქართველების სირიაში წასვლა,”- ირინა იმერლიშვილი
შემდეგი სტატია“ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური მოტივით ჩადენილს”