“უნდა შემცირდეს ან სრულად უნდა აღიკვეთოს ქართველების სირიაში წასვლა,”- ირინა იმერლიშვილი

ირინე იმერლიშვილ

“უნდა შემცირდეს ან სრულად უნდა აღიკვეთოს ქართველების სირიაში წასვლა,”- უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი შს სამინისტროს გააქტიურებისკენ მოუწოდებს. იმერლიშვილი ამბობს, რომ სირიაში ახალგაზრდების გადინების პრობლემა მხოლოდ საქართველოს წინაშე არ დგას და ამ პრობლემის წინაშე მსოფლიო დგას.

“შს სამინისტრომ უკეთ უნდა იმუშაოს, რომ მსგავსი ფაქტები შემცირდეს ან სრულიად არ უნდა იყოს. დიახ დღეს შს მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ახალგაზრდების საქართველოდან გამყვანი პირები და ხელშემწყობები დაისჯებიან და აგებენ პასუხს,”- განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიძროხამ ,,BBC,,-ს სიუჟეტში ჩაუ**ა (VIDEO)
შემდეგი სტატია“ისლამურ ქვეყნებში 170 ქართველი წავიდა,”-მამუკა არეშიძე