“ისლამურმა სახელმწიფომ” რუსეთსა და აშშ-ს “ჯიჰადი” გამოუცხადა

საუდის არაბეთმა რუსეთს ,,საღვთო ომი,, - ჯიჰადი გამოუცხადა...

“ისლამურმა სახელმწიფომ” რუსეთსა და აშშ-ს “ჯიჰადი” გამოუცხადა. ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პრესმდივანმა აბუ მუჰამად ალ-ადნანიმ გაავრცელა მიმართვა, სადაც მუსლიმებს მოუწოდებს რუსი და ამერიკელი “ჯვაროსნების” წინააღმდეგ წმინდა ომი დაიწყონ.
აუდიომიმართვაში ალ-ბაღდადის პრესმდივანმა ასევე დადასტურა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის პირველი მოადგილე აჰმად ალ-ჰაიალი, ამერიკული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.
ალ-ადნანის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სირიაში ალ-ქაიდას ფილიალის – “ალ-ნუსრას ფრონტის” ლიდერმა აბუ მუჰამად ალ-ჯულანიმ კავკასიელ “ბოევიკებს” მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყონ და თავდასხმები როგორც რუს სამხედროებზე, ისე სამოქალაქო პირებზე განახორციელონ.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია: ბევრ მიმართულებაში პრაქტიკულად ნულიდან მოგვიწია დარგის განვითარება
შემდეგი სტატია,,ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ათეულობით მილიონი ბოთლი იქნება ექსპორტირებული ჩინეთში”