ოთარ დანელია: ბევრ მიმართულებაში პრაქტიკულად ნულიდან მოგვიწია დარგის განვითარება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩერდეს არც ერთი მიმდინარე პროექტი, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მომავალი წლის უწყების ბიუჯეტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ჩვენი ბიუჯეტი ყოველთვის გამოირჩეოდა მაქსიმალურად მოზომილი შეხედულებებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩერდა არც ერთი მიმდინარე პროექტი. მოგეხსენებათ, ბევრ მიმართულებაში პრაქტიკულად ნულიდან მოგვიწია დარგის განვითარება, ამიტომ შეჩერებით ვერც ერთს ვერ შევაჩერებთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის დოზა უნდა დავიცვათ, რომელიც დღეს მისაღებია საქართველოს ეკონომიკისთვის”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” – 2016 წელს პენსიების 50 ლარით ზრდა შესაძლებელია
შემდეგი სტატია“ისლამურმა სახელმწიფომ” რუსეთსა და აშშ-ს “ჯიჰადი” გამოუცხადა