ირინა იმერლიშვილი – 2008 წლის ომი იყო ძალიან დიდი აგრესია რუსეთის მხრიდან

2008 წლის ომი იყო ძალიან დიდი აგრესია რუსეთის მხრიდან, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა ნიქოზში განაცხადა.
“რუსეთ-საქართველოს ომიდან შვიდი წელი გავიდა. რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგედია, რომელიც მუდამ გვემახსოვრება. შვიდი წელი არაფერია იმასთან შედარებით, რაც გადავიტანეთ. ეს იყო ძალიან დიდი აგრესია რუსეთის მხრიდან. ოკუპირებიულია ჩვენი ქვეყნის 20%”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
იმერლიშვილი ომის თემის გამოძიების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომისია დაშვებულ შეცდომებს იკვლევს, რათა მსგავსი რამ მომავლში აღარ განმეორდეს.
“ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გამოძიება დაიწყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არ იყო მტყუან-მართლის ძიება, არამედ ძიება იმისა, ჩვენ ჩვენი შეცდომები დაგვენახა, რათა მომავალში მსგავსი შეცდომის გამეორება არ მოხდეს. თავდაცვის სამინისტროში ბოლოშია გასული გამოძიება – კომისიაა შექმნილი, რომელიც ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს იკვლევს, რათა მსგავსი რამ მომავალში არ იყოს გამეორებული”, – განაცხადა იმელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი რუსთავი 2თან დაკავშირებულ პროცესებზე პირველ კომენტარს აკეთებს