ილია მეორე: ადამიანის ცხოვრება რთული პროცესია და არავინ იცის, როდის მოვა ჩვენი რიგი

ილია მეორე - არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას იური ვაზაგაშვილი მოიხსენია. პატრიარქმა ქადაგებისას კიდევ ორი გარდაცვლილი სასულიერო პირი – მეუფე თადეოზი და არქიმანდრიტი ილია ახსენა და ბრძანა, რომ არავინ იცის, როდის მიგვიწვევს უფალი თავისთან, სწორედ ამის გამო, ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს ამ დღისთვის.
“ადამიანის ცხოვრება განსაცდელია, ეს გამოცდაა და ეს ხშირად მძიმეა. ამ კვირას სამი მიცვალებული გავასვენეთ: მეუფე თადეოზი, არქიმანდრიტი ილია და ბატონი იური, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა თავისი შვილის საფლავზე. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრება რთული პროცესია და არავინ იცის, როდის მოვა ჩვენი რიგი. როდის მიგვიწვევს უფალი, ამის გამო, ადამიანი მუდამ მზად უნდა იყოს ამ დღისთვის”, – ბრძანა ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დღეს გლოვის დღეა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ყარაფილაში იმყოფება