ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ ყარაფილაში იმყოფება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. პრემიერი სოფელ ყარაფილაში მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.
მათ შორის არიან თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს ასევე დეპუტატებმა დავით ლორთქიფანიძემ, ნუკრი ქანთარიამ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
იური ვაზაგაშვილს სოფელ ყარაფილაში, სასაფლაოზე შვილების გვერდით დღეს დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: ადამიანის ცხოვრება რთული პროცესია და არავინ იცის, როდის მოვა ჩვენი რიგი
შემდეგი სტატიაესპანეთში 4 ტერორისტი დააკავეს