იაპონიაში ატომური სადგურიდან ზღვაში რადიაციული წყლის ჩადინება დაფიქსირდა

იაპონიის ატომურ ელექტროსადგურ “ფუკუშიმადან” რადიოაქტიური წყლის ზღვაში ჩადინების ფაქტი დაფიქსირდა. “ბი-ბი-სი”-ს ინფორმაციით, რადიოაქტიური დონე სადგურზე დასაშვებ ზღვარს 70-ჯერ აღემატება. წყლის ზღვაში ჩადინების შეჩერება დღეს მოხერხდა.
ექვსრეაქტორიანი ატომური სადგური მწყობრიდან 2011 წლის მარტში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გამოვიდა. სადგურში მომხდარმა აფეთქებებმა ექვსიდან ოთხი რეაქტორი მწყობრიდან გამოიყვანა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აჭარაში ვადამდელი არჩევნების მიზანშეწონილობაზე საუბრობენ
შემდეგი სტატიამანათის დაცემამ აზერბაიჯანში პანიკა გამოიწვია