თქვენ გაყიდეთ სახელმწიფო ინტერესები!ნახვამდის!(ვიდეო)

სააკაშვილმა ადეიშვილის ოდესის

ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში კომისიის სხდომაზე მივიდა, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, იფრენდნენ თუ არა ოდესაში სხვა ავიაკომპანიები, მონოპოლისტის გარდა. მიხეილ სააკაშვილის აზრით, კონკურენციის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებს მოუწევდათ ორჯერ ნაკლების გადახდა ბილეთებში, ვიდრე აქამდე იხდიდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურენტ ავიაკომპანიებს ოდესაში ფრენაზე უარი ეთქვათ, რამაც სააკაშვილის მზაფრი რეაქცია გამოიწვია.ოდესის ოლქის გუბერნატორსა და სახელმწიფო ავიასამსახურის უფროსს დენის ანტონიუკს შორის დიალოგი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა:

„დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება კონკრეტული ოლიგარქების ინტერესითაა განპირობებული, რადგან თქვენთან ანაზღაურება ზალიან მცირეა. რამდენია თქვენი ანაზღაურება?“, – დაინტერესდა მიხეილ სააკაშვილი, რასაც ანტონიუკის პასუხი მოჰყვა, რომ მისი ანაზღაურება 5.500 გრივნას შეადგენს.„და თქვენ ამ ანაზღაურებით ცხოვრობთ? მე ამის არ მჯერა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოლიმპიური ჩირაღდანი უკვე ფოთშია
შემდეგი სტატიარუსეთში ვერტმფრენის კატასტროფას 3 ადამიანი შეწირა