თუქრქეთში მომხდარი ტერაქტის დროს ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

ანკარის რკინიგზის სადგურზე აფეთქების პირველი ფოტომასალა

ანკარაში მომხდარი აფეთქების დროს საქართველოს მოქალაქეები სავარუდოდ არ დაშავებულან – თურქეთში საქართველოს ელჩი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშიორებით მათ ამ დრომდე ინფორმაცია არ მიუღიათ.

ირაკლი კოპლატაძე ტერაქტის შედეგად გაზრდილი მსხვერპლის რაოდენობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტი იყო.

“ჯერ-ჯერობით საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშრიებით ინფორმაცია არ გვაქვს. იმედია დაზარალებულებს შორის არ არიან. ძალიან გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი თითქმის ასია უკვე. ასობით ადამიანია რეანიმაციაში, ასობით ადამიანი დაზარალდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტი თურქეთში,”- განაცხადა საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ.

banner
წინა სტატიაში“ოცნების სასაფლაო”-ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია იმართება
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება ანკარაში მომხდარი აფეთქების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს