საქართველოს საგარეო უწყება ანკარაში მომხდარი აფეთქების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს, რომლის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი, ხოლო ასზე მეტი დაიჭრა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად უთანაგრძნობს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს თურქეთის ხელისუფლებასა და ხალხს.
საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს, ასევე ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანებულ ძალისხმევას ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში”, -ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 246-ს მიაღწია.

banner
წინა სტატიაშითუქრქეთში მომხდარი ტერაქტის დროს ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში – აირჩევენ თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკოს მეხუთედ?