თურქეთში შეტაკებები გრძელდება

უკვე მეორე დღეა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქებში შეტაკებები არ წყდება. ქურთები ქუჩებში ქურთთა მუშათა პარტიის ლიდერის აბდულა ოჯალანის დაკავების 16 წლისთავთან დაკავშირებით გამოდიან და პოლიციელებს უპირისპირდებიან.

დემონსტრანტებმა წუხელ გზები გადაკეტეს და სამართალდამცველებს ხელნაკეთი ასაფეთქებლები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობის დროს ერთი ძალოვანიც დაშავდა.

banner
წინა სტატიაში“მოგვწონს თუ არა ეს არ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში ხელის შემშლელი“-ალასანია სააკაშვილის დანიშვნაზე
შემდეგი სტატიადიდთოვლობა და ქარიშხალი აშშ-ში