“მოგვწონს თუ არა ეს არ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში ხელის შემშლელი“-ალასანია სააკაშვილის დანიშვნაზე

„ცალკეული გადაწყვეტილებები რაც იქნა მიღებული, მოგვწონს თუ არა არ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებში ხელის შემშლელი,“-ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკრაინაში ახალ თანამდებობაზე.

მისი თქმით საქართველოსა და უკრაინას შორის იმდენად სტრატეგიული ურთიერთობებია და ორივე ქვეყანა ერთმანეთისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გარე ფაქტორმა არ უნდა დააყენოს ეს გარემოება კითხვის ნიშნის ქვეშ.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებით და პოლიტიკური ვითარებით წყდება საქართველოს ბედი, შესაბამისად საქართველო დაინტერესებულია უკრაინის წარმატებაში.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი შემოსვლით მედიასივრცეში გარკვეული ცვლილებები მოხდეს
შემდეგი სტატიათურქეთში შეტაკებები გრძელდება