თინა ხიდაშელმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად აჭარაში მდებარე სამხედრო ბაზები დაათვალიერა

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად დღეს აჭარაში მდებარე სამხედრო ბაზები დაათვალიერა.
თავდაცვის მინისტრმა ჯერ სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი მოინახულა, შემდეგ მებრძოლ მყვინთავთა კურსის ინსტრუქტორებსა და კურსანტებს შეხვდა და კურსის მიმდინარეობას დაესწრო. ამ მიზნით, თინა ხიდაშელი ჟურნალისტებსა და ჯარისკაცებთან ერთად გონიოს სამხედრო ბაზაზე, შავი ზღვისა და მდინარე ჭოროხის შესართავიდან ჯერ ნავებით, შემდეგ კი კატერებით გაემგზავრა.
“დღეს აჭარაში დისლოცირებული ჩვენი რამდენიმე ბაზა მოვინახულე, რამდენიმეზე ჟურნალისტებთან ერთად ვიყავი, თუმცა რამდენიმეზე სამწუხაროდ მედიის წარმომადგენლებთან ერთად ვერ წავედით, რადგან ეს რეკომენდებული არ იყო. აგვისტოს ომის დროს ყველაზე მეტი დანაკარგი შეიარაღებული ძალების ამ ნაწილს ჰქონდა. აჭარაში ჩემი ჩამოსვლის და ყველა წერტილის მონახულების მიზანი იყო სწორედ ის, რომ 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის წინ ზუსტად ვიცოდეთ სად არის პრობლემები და მოვახდინოთ მისი იდენტიფიცრება, რათა შევძლოთ ხარჯების ეფექტურად დაგეგმვა. ბევრი რამ სჭირდება საზღვაო ნაწილს. ბუნებრივია ერთ წელში ამას ჩვენ ვერ შევავსებთ, მაგრამ თუ 3-5 წლიან პერიოდზე გავთვლით, მიმაჩნია, რომ შესაძლებელი იქნება შედეგების მიღწევა”, – განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრი მედიის წარმომადგენელბთან ერთად ხვალ უკვე სენაკის სამხედრო ბაზებს დაათვალიერებს. მიმდინარე კვირის განმავლობაში თინა ხიდაშელი ჟურნალისტებთან ერთად სწორედ სამხედრო ბაზებზე იცხოვრებს.

banner
წინა სტატიაშილეონიდ თიბილოვმა ბორის ჩოჩიევი თანამდებობიდან გადააყენა
შემდეგი სტატიაპატიმრის დახასიათების გამოთხოვის შემდეგ შეწყალებამდე თუ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, სასჯელაღსრულების უწყებას უნდა შეეტყობინებინა