თეა წულუკიანი – მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ბომბები არ დაგვეცემა თავზე

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბომბები არ დაგვეცემა თავზე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “პალიტრა ტვ”-ის გადაცემა “პროვოკატორში” სტუმრობისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლის კიდევ 300 მეტრით გადმოწევა სანერვიულოა, მაგრამ ომის საშიშროება არ არსებობს. “სანერვიულო არის ის, რომ აგრესორი, რომელსაც უკავია ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევს. როგორც ჩანს, მისი მიზანია, იქ, სადაც, თავის დროზე, იყო ავტონომიური ოლქის ხაზი, დაარჭოს თავისი თათი თუ დავარქვათ ბანერი. როგორ შეიძლება ეს არ იყოს სანერვიულო, მაგრამ თუ სანერვიულოში იგულისხმება ის, რომ შეიძლება ქვეყანაში ომი ატყდეს, ამის საშიშროება არ არის. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბომბები არ დაგვეცემა თავზე. ამიტომაც არის ეს მთავრობა ორწელიწადნახევარია რთულ მდგომარეობაში – თან პრაგმატულად, გონივრულად უდგება საკითხებს და იჩენს სიფრთხილეს, თან სახელმწიფოს აძლიერებს, თან ევროპულ გზაზე მიიწევს და სტაბილურობას ინარჩუნებს. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ბევრი უბედურება, ბევრი მსხვერპლი გავიარეთ. ყველანაირი სტაბილიზაციისთვის, მშვიდობისთვის შექმნილი საფრთხე არის ჩვენი სახემწიფოებრივი განვითარებისთვის შექმნილი საფრთხე, ანუ ჩვენი მიზანია, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და განვვითარდეთ. ის, რომ ჩვენ ვვითარდებით, აბრაზებს ვიღაცას, არ უხრია ვიღაცას და ამიტომაც ხდება, რომ მწვანე ბანერებით ბარათს ამოგვიღებენ ნუ ვითარდებითო. ჩვენ მაინც განვვითარდებით, მაინც კიდევ უფრო ძლიერი სახელმწიფო ვიქნებით, ვიდრე ვართ და საქართველოც გამთლიანდება”, – განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება რუსეთის მორიგ ქმედებებთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებას, რომელმაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია, იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, პაატა ზაქარეიშვილი აფხაზებსა და ოსებთან ნდობის აღდგენის მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობს.
“არ მინდა მისი ადვოკატი გამოვიდე. მეც მაბრაზებს ხანდახან და მეც ვაბრაზებ ხოლმე, მაგრამ ბატონი პაატა ძალიან ბევრს მუშაობს აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის კუთხით და ცდილობს კავშირების გაბმას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მარტო ტერიტორიები ხომ არ გვაქვს იქით? ჩვენ იქით გვყავს ხალხი. როცა დეოკუპაცია დაიწყება და ეს დრო დადგება, თუ ხალხმა თქვა, რომ მე შენთან არ მინდა, რას ვიზამთ? არ შეიძლება ეს დავუშვათ. ჩვენ ყველას გვაქვს შეცდომები დაშვებული. თუ ჩვენ დავიწყებთ შეცდომებზე ლაპარაკს, მათაც გაუადვილდებათ შეცდომებზე ლაპარაკი. ჩვენ ხელი ხელს უნდა ჩავკიდოთ. ისინი ასიმილაციის საფრთხის ქვეშ არიან და ჩვენ უნდა გადავარჩინოთ”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისენაკის გამგებელი სახელმწიფოს ხარჯზე სახლს ირემონტებს…
შემდეგი სტატიაპრემიერი ფინანსთა მინისტრს არაალკოჰოლური სასმელების პროდუქციის სავალდებულო მარკირების გადავადებას ავალებს