სენაკის გამგებელი სახელმწიფოს ხარჯზე სახლს ირემონტებს…

inga-qardavaსენაკის საკრებულოს წევრის ინგა ქარდავას მიერ ,,თაიმერთან,, გაკეთებული განცხადებით, სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად იყენებს…

კერძოდ, ინგა ქარდავას ინფორმაციით, სენაკის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელს პაატა ბაღათურიას, ამავე სამსახურში დასაქმებული ადამიანი ვინმე გვარად კვირკველია, განმგებლის დავალებით მისსავე სახლში სარემონტო სამუშაოებისათვის მიაყვანინეს ამუშავეს, რისი დამადასტურებელი ვიდეო-ფოტომასალა ინგა ქარდავამ ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა…

senakiთავად საკრებულოს დეპუტატი ქარდავა, სენაკის გამგებლის ამ საქციელს ,,ტრეფიკინგად,, აფასებს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  მიხედვით დასჯადი ქმედებაა და აღნიშნული დანაშაული მოიცავს პირის ძალისმიერი, მოტყუებითი ან იძულების სხვა საშუალებებით გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას ექსპლუატაციის მიზნით, რომელშიც მოიაზრება როგორც კომერციულ-სექსუალური, ასევე შრომითი ექსპლუატაციას.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში„მადლობა საქართველოს შს სამინისტროს, რათა აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა“, – დიმიტრი ტასოევი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ბომბები არ დაგვეცემა თავზე