პრემიერი ფინანსთა მინისტრს არაალკოჰოლური სასმელების პროდუქციის სავალდებულო მარკირების გადავადებას ავალებს

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

პრემიერ-მინისტრი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების თხოვნის გათვალისწინებით, ფინანსთა მინისტრს პროდუქციის სავალდებულო მარკირების გადავადებას ავალებს.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებმა პროდუქციის მარკირების ვადის გადაწევის თხოვნით მიმართეს. ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომლის თანახმად, გაზიანი, მინერალური და მტკნარი წყლების მარკირება, 1-ელი სექტემბრიდან სავალდებულო ხდებოდა. კომპანიებმა პრემიერ-მინისტრს, ზაფხულის სეზონისა და მარკირებისთვის საჭირო აპარატურის განთავსების სირთულის გათვალისწინებით, მარკირების ამოქმედების თარიღის გადაწევის თხოვნით მიმართეს. პრემიერ-მინისტრი ითვალისწინებს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების თხოვნას და ფინანსთა მინისტრს ავალებს, პროდუქციის სავალდებულო მარკირება 2015 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადავადდეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ბომბები არ დაგვეცემა თავზე
შემდეგი სტატია„ბატონი ბარნოვის მხრიდან ეს იყო სამარცხვინო ქცევა”