თალიბანის მორიგი თავდასხმა ნატოს სამხედროებზე

მორიგი თავდასხმა მოხდა ნატოს ჯარისკაცებზე ავღანეთში. პროვინცია ნანგაჰარში თვითმკვლელმა ტერორისტმა იმ დროს აიფეთქა თავი, როდესაც გზაზე ნატოს კოალიციის კოლონა გამოჩნდა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. თვითმხილველების თქმით, ჯავშატრანსპორტიორი, რომლითაც უცხოელი ჯარისკაცები მგზავრობდნენ, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

რამდენიმე საათით ადრე მსგავსი ტერაქტი ქაბულშიც მოხდა. ტერორისტმა ევროკავშირის პოლიციის მისიის მანქანასთან აიფეთქა თავი. შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშინინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე მძიმე მდგომარეობაა
შემდეგი სტატიაწლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაასახელა