ვაზიანის სასროლეთზე ე.წ. ტანკოდრომი გაიხსნა

ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო მანქანების ტარების ველი – ე.წ. ტანკოდრომი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა , გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღეს მონაწილეობა. ტანკოდრომს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალ რომან უგრეხელიძის სახელი მიენიჭა. უგრეხელიძე მეოთხე ქვეითი ბრიგადის 44-ე სატანკო ბატალიონის მეორე სატანკო ასეულში ტანკის მძღოლ-მექანიკოსად მსახურობდა.
თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ტანკოდრომის შესაძლებლობებს გაეცნენ. ტარების ველზე ჯავშანტექნიკის საჩვენებელი გავლა და მანევრირება მოეწყო. როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ტანკოდრომი მუხლუხიანი საბრძოლო ტექნიკის მძღოლ-მექანიკოსებისა და მეთაურებისათვის ისეთი სახის დაბრკოლებებს შეიცავს, რომელიც რეალურ საბრძოლო პირობებს მაქსიმალურად ასახავს.
“სატანკო გვარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ტანკის ეკიპაჟებისთვის ტექნიკის ტარების ველებისა და საბრძოლო დირექტრისების მოწყობა, რაც ტანკისტების მზადყოფნის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს”, – აცხადებენ თვდაცვის სამინისტროში.
მინისტრ თინა ხიდაშელის განმარტებით, ვაზიანში ბევრი რამ, მათ შორის, ტანკოდრომი ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის შემადგენელი ნაწილი იქნება, რომელიც ამ თვის ბოლოს ოფიციალურად გაიხსნება.

banner
წინა სტატიაში1 სექტემბრიდან ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობები იცვლება
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში