სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში

სპეცოპერაცია ჩაატარეს სამართალდამცველებმა ქვემო ფონიჭალაში. დაკავებულია 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი.

ადგილობრივების თქმით, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს. მათივე მტკიცებით, ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა ქალებზეც. თვითმხილველთა თქმით, არიან დაშავებულები.

ჯერჯერობით უცნობია რა მიზნით ჩატარდა სპეცოპერაცია. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშივაზიანის სასროლეთზე ე.წ. ტანკოდრომი გაიხსნა
შემდეგი სტატიაფონიჭალაში ორი პოლიციელი დაჭრეს