“ეს არის ძალიან უპასუხისმგებლობა რაც მოხდა”-კახა კალაძე სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე

ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

ვიცე პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უეფა-ს სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას უპასუხისმგებლობას უწოდებს.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 12 წელი ცხოვრობდა იტალიაში, სადაც ძალიან მაღალ დონეზე იყო აყვანილი თუნდაც ბილეთების გაყიდვა.
“არ ვიცი, რამდენად მიღებულია მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა, მე იტალიაში ვცხოვრობდი 12 წელი და ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენად მაღალ დონეზე იყო აყვანილი თუნდაც ბილეთების გაყიდვა”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, ვისი პასუხიმგებლობაა შექმნილი სიტუაცია, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვერაფერს იტყვის, თუმცა თუ უეფა-ს მხრიდან იყო დავალება, უნდა გაევლოთ ყველაფერი Biletebi.geე-სთან, რათა მზად შეხვედროდნენ ამ პროცესს.
“მე ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაციის მიერ, ამ შემთხვევაში თუ ეუფა-ს მხრიდან იყო დავალება, უნდა მომხდარიყო Biletebi.ge-სთან ამ ყველაფრის გავლა, რომ ისინი მზად შეხვედროდნენ ასეთ აჟიოტაჟს და ჩვენ თავიდანვე ვიცოდით რამდენად დიდი ინტერესი იქნებოდა ამ თამაშის მიმართ. ამიტომ ეს არის, ჩემი შეხედულებით, ძალიან უპასუხისმგებლობა რაც მოხდა”, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ფეხბურთის ფედერაციაც და Biletebi.ge-ს ხელმძღვანელობაც მომზადებულები უნდა შეხვედროდნენ ამ გადაწყვეტილებას, როდესაც მათ ბილეთების გაყიდვის უფლება მისცეს.

banner
წინა სტატიაშისუპერთასის ბილეთები “მიხეილ მესხის” სალაროებში გაიყიდება
შემდეგი სტატიაალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა