სუპერთასის ბილეთები “მიხეილ მესხის” სალაროებში გაიყიდება

უეფა-ს სუპერთასის ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. sportall.ge-ს ინფორმაციით, “ბარსელონა-სევილიას” მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მომავალი კვირიდან დაიწყება. სტადიონზე სულ ექვსი სალარო იმუშავებს.
ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში იმის გამო გაიყიდება, რომ “დინამო არენაზე” სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა სალაროში მას შემდეგ გადაწყდა, რაც biletebi.ge-მ ვერ უზრუნველყო ონლაინ-რეჟიმში მათი გაყიდვა.
უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი შეთანხმებით, ბილეთები დაბეჭდილი სახით სწორედ ამიტომ გაიყიდება.
უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს “დინამო არენაზე” გაიმართება. “ბარსელონასა” და “სევილიას” დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების 32-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ეს არის ძალიან უპასუხისმგებლობა რაც მოხდა”-კახა კალაძე სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე