ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “ცენზორ.ნეტი” “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” წევრის, იგორ კონონენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
კონონენკოს თქმით, მინისტრთა კაბინეტს კვიტაშვილის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით ჯერ არ განუხილავს. კვიტაშვილის გადაყენების საკითხი რადაში განიხილეს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
თავად ალექსანდრ კვიტაშვილმა განაცხადა, რომ არ ეშინია თანამდებობის დატოვების და თუ ეს მოხდება, აღარ აპირებს უკრაინაში დარჩენას.
ამას გარდა, გუშინ ოდესის გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, რომ დროა, კვიტაშვილმა პოსტი დატოვოს.
“შემიძლია, გითხრათ ოდესის ოლქში ჯანდაცვის მხრივ არსებული ვითარების შესახებ. ხალხი არ არის კმაყოფილი, საავადმყოფოებში ქრთამის აღება გრძელდება. ბოლო წლების განმავლობაში არაფერი გამოსწორებულა, პირიქით უარესდება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მინისტრი არ იღებს ქრთამს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ექიმებმაც არ აიღონ ქრთამი. ამგვარად დროა, უკრაინის მოსახლეობას გულწრფელად ვუთხრათ, რომ ჯანდავცის სისტემაში უდიდესი პრობლემები გვაქვს. ალექსანდრე კვიტაშვილმა კარგად იცის რაც უნდა გააკეთოს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა მან ვერ შეძლო ეს”- წერს სააკაშვილი.
ამასთან, უკრაინის ჯანდცვის სამინისტროში კვიტაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმცაიას არ ადასტურებენ.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ძალიან უპასუხისმგებლობა რაც მოხდა”-კახა კალაძე სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე
შემდეგი სტატიადავით კეზერაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა