ერევანში სამართალდამცავების დამატებითი ძალებია მობილიზებული

ერევანში საპროტესტო აქციები უკვე მერადენე დღეა არ წყდება

ერევნის ცენტრში, ბაგრამიანის ქუჩაზე, რომელზეც ელექტროენერგიის გაიაფების მოთხოვნით რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციის დანაყოფები მზადყოფნის უმაღლეს ხარისხში არიან მოყვანილი. ამის შესახებ “Новости-Армения” იუწყება.
ადგილზე, სადაც აქცია იმართება მიყვანილია სპეცდანიშნულების რაზმის დამატებითი ძალები. ამის პარალელურად, ბაგრამიანის ქუჩას მომიტინგეთა რაოდენობა ემატება. სააგენტოების ცნობით, საპროტესტო აქციაზე ოჯახებით მიდიან, მათ შორის ბავშვებთან ერთად.
ცნობილი ხდება, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს სომხეთის მმართველი პარტიის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა.
საპროტესტო აქცია სომხეთის დედაქალაქში 19 ივნისიდან მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც ელექტროენერგიის ტარიფის 20%-ით გაძვირებას აპროტესტებენ, რაც ძალაში 1 აგვისტოდან შევა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: მდინარე ვერე თავიდან ბოლომდე უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ ზომები
შემდეგი სტატიაექსკლუზივი–ბერიას საიდუმლო შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში