ექსკლუზივი–ბერიას საიდუმლო შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში

ბერიას საიდუმლი შტაბ-ბინა ვლადიკავკაზშივლადიკავკაზის მოსახლეობის თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს, ვლადიკავკაზის მთებში, თერგთან ახლოს, ლავრენტი ბერიას შტაბ-ბინა ქონია. ეს ტერიტორია თავის დროზე დატბორილი ყოფილა. როგორც ამბობენ, სწორედ აქ იკრიბობდა დიდი სამამულო ომის დროს ქართველი გენერალიტეტი. ამ ადგილს დღეს ბევრი ტურისტი სტუმრობს და ადგილობრივები კლდეში გამოკვეთილ ოთახებზე, რომლებიც “თაიმერის» ჯგუფმა აღბეჭდა, სხვადასხვა ისტორიას ყვებიან. ვლადიკავკაზში,ლავრენტი ბერიას შტაბ-ბინაზე ისტორიულ წყაროებში ძალიან მწირი ინფორმაციაა. „თაიმერი“ ისტორიკოსებსაც დაუკავშირდით, მაგრამ არც მათ იციან რამე.ერთი ფაქტია: შესაძლებელია, ეს ადგილი კავკასიის დაცვის შტაბის, რომელსაც ბერია ხელმძღვანელობდა, ერთ-ერთი გასაიდუმლოებული შეკრების ადგილი ყოფილიყო, თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა.
აღნიშნული ადგილის შესახებ კომენტარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ ერქვანიას ვთხოვეთ.

ბერიას საიდუმლი შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში
„სპეცობიექტების საიდუმლო რუკები სუკი-ს არქივებში ინახებოდა და რამდენადაც ვიცი, წინდაუხედავად, დანაშაულებრივად განადგურდა ან სმოლენსკის არქივებში გაიტანეს… ჩრდილოეთ კავკასიაში, ვლადიკავკაზის, ქლუხორის, ახალხევის და სხვა რაიონებში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა პერიოდის სამხედრო-თავდაცვით ისტორიულ ნაგებობებს, მათ შორის, კლდის მასივებში, ბესლანში, ადრონში, კადგორონში, ნიკელევსკიში და სხვაგან. საყრდენი თავშესაფარი პუნქტები, ,,დოტები“, სათვალთვალო წერტილები, საიდუმლო შეხვედრების ადგილები, საცეცხლე წერტილები სადაზვერვო თუ პარტიზანულ ოპერაციებში აქტიურად გამოიყენებოდა,“ – ამბობს ზურაბ ერქვანია.
მისივე თქმით, «კონკრეტულად ამ ფოტოს შესახებ ვერაფერი მოვიძიე…თერგის ხეობა გამახსენდა… ყურადღებას იქცევს თავად ნაგებობის მოწესრიგებული და პროპორციულ-სიმეტრიებში მოცემული დიზაინი, სტრატეგიული (მდინარის ხეობა) მდებარეობა. იგი სპეცობიექტის შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებს… რუსეთში დაიწყეს ლავრენტი ბერიას პირადი საიდუმლო დღიურების გამოქვეყნება მეტად დეტალური ცნობებით კავკასიასთან დაკავშირებით….დაველოდოთ…სხვათა შორის, მისი დაკითხვების ოქმებში (თუ იგი მართლაც ცოცხალი იყო საკანში, რაც საფუძვლიანად მეეჭვება…) კავკასიის დაცვის ოპერაციებისა და კავკასიისთვის ბრძოლის პერიოდში მისი საგანგებო რწმუნებებით მოღვაწეობის შესახებ, ანუ 1942 წლის აგვისტო-სექტემბერის პერიოდზე ხშირად კეთდებოდა გამორჩეული და ტენდენციური აქცენტები…ამ გამოქვეყნებულ ოქმებში ბრალდებული ბერია, სხვა მოვლენებისგან განსხვავებით, კატეგორიულად იცავდა კავკასიის დაცვასთან დაკავშირებულ სამხედრო, სამობილიზაციო და სხვა თავისი გადაწყვეტილებების სისწორეს. ვერავინ შეედავა კავკასიაში ყველა არსებული რესურსის მობილიზების სისწორეში. სამწუხაროდ, კავკასიის დაცვის ეს პერიოდი დღემდე ნაკლებად შესწავლილი და ,,თეთრი ლაქებითაა“ სავსე…

opiuარადა, ჰიტლერის ოპერაცია ,,ედელვაისის“ ჩაშლაში შინსახკომისა და მისი შეფის ლავრენტი ბერიას როლი, შინსახკომის 5 დივიზიის (80 000 ჯარისკაცი!) გმირობა და ბრძოლისუნაიანობა, სხვა რომ არფერი ვთქვათ, მეტად განსაკუთრებული და საინტერესოა. გენერლები მემუარებში (ტიულენევი, გრეჩკო, შტემენკო და სხვები) აღნიშნავენ, რომ ლავრენტი ბერიას მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, სარდლობის მმართველობის ეფექტურობა კავკასიაში შესუსტდა და რომ არა სტალინგრადში მტრის წარუმატებლობა, კავკასიის ფრონტზე მოვლენები რთულად განვითარდებოდა. საინტერესო ისიც, რომ პუბლიკაციებში გერმანელებისთვის კავკასიის მიმართულების მნიშვნელობაც დაკნინებულია… წარმოჩენილია მხოლოდ ბაქოსა და გროზნოს ნავთობმწარმოებელი რეგიონების სარგებელი… რატომღაც არ კეთდება აქცენტი თუნდაც თურქეთის ინტერესებზე, რომელმაც ამ სტრატეგიულ თამაშში ჩართვა ვერ გაბედა. რატომ არსად არაა საკმარისად გაშუქებული მისი გეგმა მტრის შემოსვლის შემთხვევაში ნავთობის მოპოვების საწარმოების აფეთქების თაობაზე და სხვა. მოგეხსენებათ, ეს გეგმა ჰიტლერმა 1942 წლის 23 ივლისს დაამტკიცა, ლავრენტი ბერია კი თავისი ძლიერი გუნდით, 21 აგვისტოს უკვე თბილისშია და შეხვედრებს და ოპერატიულ თათბირებს ატარებდა კავკასიის რეგიონში, მათ შორის, ვლადიკავკაზში» – ამბობს  ზურაბ ერქვანია.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიერევანში სამართალდამცავების დამატებითი ძალებია მობილიზებული
შემდეგი სტატიაერევანში დემონსტრანტები დაარბიეს