ეგვიპტის პრეზიდენტი ISIS-ის მიერ რუსული ლაინერის ჩამოგდებას უარყოფს

ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც დაჯგუფება რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას იღებს, პროპგანდა უწოდა.
„ბიბისისთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი კატასტროფის მიზეზებზე დასკვნის გამოტანა ჯერ ძალიან ადრეა.

„გამოძიებაში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია. მაგრამ პროპაგანდისტული განცხადებები იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ჩამოაგდეს – რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ეგვიპტის იმიჯის შელახვისკენაა მიმართული. გარწმუნებთ, რომ ვითარება ქვეყნის ამ ნაწილში ჩვენს კონტროლქვეშაა” – განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია “კოგალიმავიას” ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს ჩამოვარდა.

თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.

ავიაკატასტორისას ბორტზე 224 ადამიანი – 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, ავიაკატასტროფის შემდეგ, რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა აიღო, თუმა ამის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს.

თავის მხრივ, ავიაკომპანია „კოგალიმავიას”განცხადებით, თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე, ჰაერში, გარე ძალების ზემოქმედების შედეგად დაიშალა.

ამერიკული სადაზვერვო და ანალიტიკური სააგენტო “სტრატფორის” ვარაუდით კი, რუსული სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ბორტზე მომხდარი აფეთქება იყო.

“სტრატფორმა” თვითმკვლელი ტერორისტის მონაწილეობის ვერსიაც არ გამორიცხა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბოლოო დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით ნაადრევია.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: არამხოლოდ მედიის, არამედ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპიც მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიასურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე და ფარმაცევტულ ნაწარმზე ფასები გაიზარდა