იან კელი: არამხოლოდ მედიის, არამედ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპიც მნიშვნელოვანია

აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი “რუსთავი 2”-ის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა პროცესი გამჭირვალედ წარიმართოს.

იან კელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც მედიის თავისუფლების ასევე, სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს დაცული.

“აშშ-ს მიაჩნია, რომ არამხოლოდ მედიის, არამედ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპიც ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო მიზანი გამჭირვალე პროცესის გამართვაა “რუსთავი 2″-ის თემის განხილვისას. შესაძლებელი იქნება სათანადო სასამართლო გასაჩივრების პროცესიც, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა”, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი გავრცელებული ჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით ძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიაეგვიპტის პრეზიდენტი ISIS-ის მიერ რუსული ლაინერის ჩამოგდებას უარყოფს