დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან 200 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან 200 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღო.

შპს „ბექა 2015“-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ორ ტან-ხორცს არ ჰქონდა დამღა, ანუ საქონელს არ ჩატარებია დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა.

შესაბამისად, რეალიზატორმა დოკუმენტური შემოწმებისას ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც დაჯარიმდა 1000 ლარით.

ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ
შემდეგი სტატიაუცნობმა პირებმა ოდესაში კაფე ააფეთქეს