უცნობმა პირებმა ოდესაში კაფე ააფეთქეს

უცნობმა პირებმა ოდესაში კაფე ააფეთქეს

უცნობმა პირებმა ოდესაში კაფე ააფეთქესდღეს დილით , ოდესაში, უცნობმა პირებმა კაფე “У Ангеловых” ააფეთქეს. პოლიციამ რამდენიმე ხნის წინ ამავე კაფესთან ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყო.
ადგილობრივი გამოცემა “თაიმერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბომბი კარებთან იყო დამონტაჟებული. შედეგად, კარი ჩამოინგრა და კაფეს ძირითადი დარბაზი სერიოზულად დაზიანდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოყოლია.
კაფეს თანამშრომლის თქმით, მეზობლები ხშირად იმუქრებოდნენ კაფეს დირექტორის ცემით და იმედი გამოთქვეს, რომ აფეთქების შემდეგ მას საბოლოოდ დახურავენ.
კაფეს აფეთქება თებერვალშიც მოინდომეს, თუმცა, მაშინ ეს განზრახვა ვერ განახორციელეს ბოროტმოქმედებმა – ნივთიერება არ აფეთქდა.

უკანასკნელი თვის მანძილზე ოდესაში 5 დიდი აფეთქება მოხდა. ყოველ ჯერზე ბომბი დამონტაჟებული იყო პროუკრაინული ორგანიზაციების და მაღაზიების გვერდით, რომელსაც თან ახლდა პატრიოტული სიმბოლიკა.

banner
წინა სტატიაშიდეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან 200 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს
შემდეგი სტატიატაჯიკეთმა აკრძალული საიტების სია გამოაქვეყნა