ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყების პრეს–სამსახურის მტკიცებით, გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.

კვიტაშვილის გადადგომის შესახებ დღეს სოციალურ ქსელში ფრაქცია “პეტრე პოროშენკოს ბლოკის” წევრმა იგორ კონონენკომ დაწერა. მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტს კვიტაშვილის განცხადება ჯერ არ განუხილავთ. დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს ადანაშაულებენ, რომ ის არათუ რეფორმებს არ ატარებს, არამედ რადას მიერ მიღებული კანონების რეალიზებისთვისაც არაფერს აკეთებს.

banner
წინა სტატიაშითურქმენეთის პრეზიდენტი: ჩვენი გეგმაა კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების გაერთიანება
შემდეგი სტატიადეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან 200 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს