დებალცევოს ნახევარი სეპარატისტების ხელში გადავიდა

525დღეს 17 თებერვალს დილით, სეპარატისტების ალყაში მყოფ დებალცევოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ბოევიკიების მიერ განხორციელებულმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და ახლა ნახევარ ქალაქს სეპარატისტები აკონტროლებენ. ეს ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის გენშტაპის პრეს-სპიკერმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადისლავ სელეზნიოვმა.

,,სიტუაცია დებალცევოში უკიდურესად რთულია… ბოევიკებმა ქალაქში რკინიგზის ვაგზალი და ქალაქის მილიციის განყოფილების შენობა დაიკავეს…მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ კი, ამ წუთისათვის ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს,, ,, განაცხადა სელეზნიოვმა.

პრეს-სპიკერის განცხადებით, ამ მომენტისთვის დებალცევოში ქუჩის ბრძოლები მიდის… ხოლო ეუთოს თანამშრომლებმა, რომელთაც კონტროლი უნდა გაეწიათ ამ კრიტიკული მოვლენებისთვის, აქამდე ვერ მოახერხეს დებალცევოში ჩასვლა.

ცოტა ხნით ადრეკი უკრაინული მედია იტყობინებოდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანების შესრულების შემდეგ, როცა დებალცევოს ალყაში მყოფმა უკრაინულმა ძალებმა სროლა შეწყვიტეს… ეს დრო სეპარატისტებმა უფრო უკეთესი პოზიციებისა და სიმაღლეების დასაკავებლად გამოიყენეს და ალყაც თანდათან შეავიწროვეს. გუშინ სეპარატისტთა ლიდერების მიერ გაკეთებული წინადადება, რომ დებალცევოში უკრაინულ არმიას ,,მწვანე კორიდორს,, გაუკეთებდნენ და მათ დაეტოვებინათ დებალცევო… უკრაინის სარდლობამ არ მიიღო, რადგან თვლიან, რომ სეპარატისტებისთვის დებალცევოს უომრად დათმობა, სამარცხვინო იქნებოდა უკრაინელეთათვის. არადა ალყაში მყოფთათვის იარაღისა და სურსათის მისაწოდებლად გამართული არტერია არ არსებობს, რაც სეპარატისთა მხრიდან განუწყვეტელი იერიშების ფონზე, დებალცევოში ჩარჩენილი უკრაინელი მებრძოლების სრულ განადგურებას ნიშნავს. უკრაინელი ექსპერტების აზრით ერთადერთი, რაც დებალცევოში მყოფთათვის სირცხვილის გარეშე გადასარჩენად შეიძლება უკრაინის სარდლობამ გააკეთოს, ეს ისევ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებით თავად გაჭრას კორიდორი დებალცევოს მიმართულებით, რათა იქ მყოფი მეომრების როტაცია და ტერიტორიის შენარჩუნება მოხდეს… რაც ამ მომენტისთვის შეიძლება დაგვიანებულიც იყოს.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: პრეზიდენტმა უმრავლესობის თხოვნა არ გაითვალისწინა
შემდეგი სტატიააშშ 100%–ით უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს