აშშ 100%–ით უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს

ამერიკის შეერთებული შტატები 100%–ით უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს, ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის შეხვედრაზე აღინიშნა.
ხაზი გაესვა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტს, როგორც მკაფიო დემონსტრირებას საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო მხარდაჭერისა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ფართო სპექტრზე ისაუბრეს, მათ შორის ეკონომიკურ–სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა დასაქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდასაქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის შსს–სა და პროკურატურაში გასატარებელ ცვლილებებზე. ამერიკული მხარის მიერ გამოითქვა მზაობა აღნიშნულ პროცესებში ამერიკელი ექსპერტების ჩართვისა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ნატო–სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში მიღწეული პროგრესი და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების პროცესი.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ–ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
„ამერიკის მხრიდან ჩვენ მივიღეთ მკაფიო ხაზგასმა პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის გაფართოებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. ასევე სრულფასოვნად ამოქმედდება ყველა ის საკითხი, რომელიც მკაფიოდ არის გაწერილი აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში. იყო დეტალური საუბარი იმ რეფორმებზე, რომელიც შსს–ში და პროკურატურაში მიმდინარეობს და ამერიკული მხარის მიერ გამოითქვა პროცესებში ექსპერტების ჩართვის სურვილი,“–განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიდებალცევოს ნახევარი სეპარატისტების ხელში გადავიდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: გარკვეული უხერხულობა შესაძლოა ამ ვითარებამ დააყენოს