დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა გაერთიანებული სამეფოდან საჩუქარი მიიღეს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სახელით დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საჩუქარი მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მჯდომარე ფრენბურთისთვის განკუთვნილი სპორტული აღჭურვილობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დიდი ბრიტანეთის ახალშეძენილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ეკიპაჟმა ჩამოიტანა.
საჩუქარი დაჭრილ სამხედროებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა გადასცეს.

ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მაოდგილე პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ახალშეძენილი თვითმფრინავის A400M Atlas პრეზენტაცია და მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დაჭრილი ქართველი სამხედროების სხვადასხვა აქტივობის ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: გამოვრიცხავ, რომ ჰააგა იქნება პოლიტიკურად მოტივირებული