თინა ხიდაშელი: გამოვრიცხავ, რომ ჰააგა იქნება პოლიტიკურად მოტივირებული

“ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას კი ომის დანაშაული არ ჩაუდენია”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა. მან განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება უნდა მოხდეს. ხიდაშელმა გამორიცხა, რომ ჰააგა იქნება პოლიტიკურად მიკერძოებული.

თინა ხიდაშელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ერთგვარი დაბნეულობა ვიგრძენი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი თემაა, ჩემი ცხოვრების თითქმის 2 წელი შევწირე პროკურორის დარწმუნებას, რომ საქმე უნდა მიეღოთ წარმოებაში, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორისა და სასამართლოსთვის ქვეყნის ზომით არ უნდა იზომებოდეს ჩადენილი დანაშაულის ხარისხი და დამნაშავის დასჯა პოლიტიკურ კონიუნქტურას ან ქვეყნის სიძლიერე/სისუსტეს არ უნდა უკავშირდებოდეს.

მეამაყება რომ ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყარა და ეს საქმე თავის ლოგიკურ დასასრულს იპოვის. საქართველოს ტეროტორიაზე აგვისტოს ომის დროს ჩადენილი იყო მრავლობითი ომის დანაშაული და დამნაშავე დასასჯელია. დღეს გამოჩნდა რეალური შესაძლებლობა. და ეს ცალსახად მისასალმებელია.

1. დაბნეულობის მიზეზი არ არსებობს, როდესაც ვისმენთ რომ ყველას ქმედებების გამოძიება მოხდება. აბა პროკურორს რა უნდა ეთქვა წინასაწარ ვიცი რუსებმა ეთნო წმენდა ჩაიდინეს და ამიტომ მხოლოდ ამით დავინტერესდებიო? დიახ, აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება უნდა მოხდეს და დანაშაული კი, რომელიც ჩადენილი იყო თავისი მასშტაბურობით, ხარისხითა და სისასტიკით ჩემი მოკრძალებული აზრით სრულიად აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ დადგენილ პირობებს და ტესტს. ეთნოწმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა მრავალი დანაშაული დარწმუნებული ვარ მოსამართლის ვერდიქტამდე მივა.

“2. დაბნეულობის მიზეზი არც ის უნდა იყოს თუ მოვისმენთ რომ ჩატარებული გამოძიება არაეფექტური იყო დ აქ სპეკულაციები არ არის საჭირო. არაეფექტურია გამოძიება, რომელსაც ქართული მხარე ჩაატარებს იმიტომ რომ დანაშაულის ადგილზე ვერ ჩადის, მტკიცებულებებს ადგილზე ვერ სწავლობს, მსხვერპლთან წვდომა შეზღუდული აქვს. აღარ გავაგრძელებ. ისე რომ ნორმალურია, და სწორედ ამ არგუმენტს ვიყენებდი მე პირადად და ჩემი მეგობრები როდესაც ვარწმუნებდით პროკურორს რომ უნდა ჩართულიყო.

“3. 7 წელი შეიძლება ბევრი დროა, მაგრამ იმ მასშტაბის დანაშაულის გამოსაძიებლად რაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსმა ჩაიდინა ეს განსაკუთრებულ პრობლემას არ შექმნის და ამასთანავე უზარმაზარი შრომა გაწიეს თავის დროზე “სოროსელებმა” და მოიძიეს, მოიკვლიეს, დოკუმენტირება მოახდინეს ყველაფრის რაც შესაძლებელი იყო. და შემდეგ ეს ყველაფერი სწორედ დღევანდელი პროკურორის წინამორბედს გადავეცით ჰააგაში,” – წერს თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიდაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა გაერთიანებული სამეფოდან საჩუქარი მიიღეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთისა და აშშ-ის მთავრობებს მადლობა გადაუხადა