დავოსში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

დავოსში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯიჰადისტების ტერორისტული საქმიანობა განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის მსოფლიო ეკონომიკის ფორუმისთვის, რომელზეც მსოფლიო ლიდერები ჩადიან.
პოლიციის წარმომადგენლის უოლტერ შლეგელის ინფორმაციით, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გარკვეული ზომები იქნა მიღებული, თუმცა არანაირი კონკრეტული საფრთხე ან ნიშანი მოსალოდნელი თავდასხმის არ არსებობს. მისივე თქმით, პარიზში შექმნილ სიტუაციას დავოსში უსაფრთხოების სისტემაზე პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია.
დავოსში მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან 2 500 სტუმარს ელოდებიან, რომელთაგან დაახლოებით 90 განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იქნება.
ამასთან, პირველად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ისტორიაში, VIP სტუმრები არა ციურიხის საერთაშორისო აეროპორტით, არამედ დიუბენდორფის სამხედრო აეროპორტით ისარგებლებენ და დავოსში ვერტმფრენებით ჩავლენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: მამა ილიამ თავისი გმირობით უკეთესი გახადა საერთოდ მთელი კაცობრიობა
შემდეგი სტატიადავით მარტიაშვილი: ჩვენ მზად ვართ მოვკვდეთ უკრაინისთვის და მოგვეცით ამის უფლება