გიორგი მარგველაშვილი: მამა ილიამ თავისი გმირობით უკეთესი გახადა საერთოდ მთელი კაცობრიობა

გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი ოჯახს მიუსამძიმრა. ქვეყნის პირველი პირი ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად ცოტა ხნის წინ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, მომავალი თაობა მამა ილია კარტოზიას გმირობის მაგალითზე აღზარდოს.

“საქართველოს ისტორიაში, სადაც სამშობლოსთვის თავდადებული ამდენი წმინდანი და გმირია, ძნელია ჩაწერო შენი სახელი, მაგრამ მამა ილიამ ეს შეძლო და თავისი გმირობით უკეთესი გახადა საერთოდ მთელი კაცობრიობა – გაანათა ის თავისი რწმენით და გმირობით. ჩვენ მამა ილია კარტოზია დავაჯილდოვეთ სამოქალაქო გმირობისთვის. ეს არის მცირე წვლილი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, მაგრამ ბუნებრივია, მისი ხსოვნის პატივისცემა და მის მაგალითზე მომავალი თაობების აღზრდა არის ყველა ჩვენგანის ვალი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამ დროისთვის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მამა ილია კარტოზიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაღუპულ მოძღვარს 14::00 საათზე დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიობამასადა კონგრესს შორის ირანის საკითზე დაპირისპირებაა
შემდეგი სტატიადავოსში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს