დავით ნარმანიამ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა საფლავები გვირგვინით შეამკო

narmania

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ნარმანიამ მერიის თანამშრომლებთან ერთად დაღუპულთა საფლავები გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
“დღევანდელი დღე თითოეული ჩვენგანისთვის არის ძალიან მძიმე და რთულად მოსაგონარი დღე. რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, თითოეული ჩვენგანის ვალია ყოველთვის ამოვიდეთ ამ ადგილას და გავიხსენოთ ჩვენი გმირები, ის ბიჭები, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო უფრო მეტად თავისუფალი, მტრის გარეშე და ყოფილიყო ჩვენი შვილებისთვის უკეთესი, რისთვისაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. ჩვენ უნდა ვანუგეშოთ მათი ოჯახები, მათი შვილები და ყოველთვის გვერდით დავუდგეთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო რეჟიმს რაც არსენალში დარჩა, ბანერების გადადგმა-გადმოდგმით ჩხირკედელაობაა
შემდეგი სტატიააგვისტოს ომი იყო რუსეთის ფართომაშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ