აგვისტოს ომი იყო რუსეთის ფართომაშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გამოსაძიებელი ბევრი არაფერია, ეს იყო რუსეთის ფართომაშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, რომელმაც, პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
როგორც ალექსი პეტრიაშვილმა განმარტა, რუსეთი ოკუპანტი და 21-ე საუკუნის მეკობრეა, რისთვისაც საერთაშორისო საზოგადოებამ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს.
“დღევანდელი დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ამავე დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ყოველთვის პატივი უნდა მივაგოთ და უკვდავყოთ საქართველოს გმირების სახელები, მათი ისტორიები, რათა მომავალმა თაობამ კარგად იცოდეს თავისუფლების ფასი, რათა ხელისუფლებებმა, რომლებიც მოვლენ და წავლენ, იცოდნენ, თუ რა უჯდება თითოეულ ჩვენს გმირს ჩვენი მომავალი თაობების და ქვეყნის თავისუფლება”,-აღნიშნა პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება აგვისტოს ომის გამოძიებას, მისი თქმით, აქ გამოსაძიებელი ბევრი არაფერი არ არის, ეს იყო რუსეთის ფართომაშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ეს იყო არნახული მასშტაბებით შეიარაღებული თავდასხმის განხორციელება და წინასწარ კარგად დაგეგმილი ოპერაცია.
“დღეს ჩვენი ტერიტორიების 20%-ია ოკუპირებული არა რუსეთის ტერიტორიების. დღეს ჩვენ ისტორიულ მიწა-წყალზე ხდება ახალი მავთულხლართების გაბმა და ყოველდღიურად ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება გამოსასყიდის მიზნით. ესენი არიან 21-ე საუკუნის მეკობრეები და ოკუპანტები, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოებამ ადეკვატურია პასუხი უნდა გასცეს”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა საფლავები გვირგვინით შეამკო
შემდეგი სტატია„ყველაფერს გავაკეთებთ ყველა ფრონტზე, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ“