საოკუპაციო რეჟიმს რაც არსენალში დარჩა, ბანერების გადადგმა-გადმოდგმით ჩხირკედელაობაა

ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით არ მოხდება დამატებით სხვა ბანერების დადგმა, – ამის შესაშებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორბის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა , პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ ხურვალეთსა და წითელუბანში ე.წ. საზღვის აღმნიშვნელი ბანერის დაბრუნების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ზაქარეიშვილმა განმარტა, აღნიშნული ქმედება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან პროვოკაციას წარმოადგენს, რომელსაც ქართული მხარე არ უნდა წამოეგოს.
“ეს ბანერი პირველი არაა, ათეულობით ასეთი ბანერი დგას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და ნამდვილად ვერავინ მოგვცეს გარანტიას, რომ ოკუპირებული ტერიტიორიების შიგნით დამატებით სხვა ბანერების დადგმაც არ მოხდება. ამით საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს გამოიწვიოს პროვოკაცია და მღელვარება ქართულ საზოგადოებაში, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ერთადერთი რაც დარჩათ თავიანთ არსენალში, ეს არის ბანერების გადადგმა გადმოდგმით ჩხირკედელაობა. რაც შეეხება უშუალოდ გუშინ განთავსებულ ბანერს, მისი იმ ადგილზე დაბრუნება მოსალოდნელი იყო, ამიტომ ყველას მოვუწოდებ არ ავყვეთ პროვოკაციას, ეს ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნებისმიერი პროვოკაცია, ბანერის დადგმა თუ აფხაზეთის რკინიგის ბალახებისგან გაწმენდა, მიმართულია იმისკენს, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ჩვენი მთავრობის ამოცაა, არ განმეორდეს ის რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ რუსეთ-საქართველოს ომს, საიდანაც დღეს შვიდი წელი გავიდა, სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ მალე თბლისსა და ცხინვალში აგვისტოს დღეებს ერთად გაიხსენებენ, რადგან “ეს არის ტრაგედია ორივე ხალხისთვის, როგორც ქართველების, ასევე ოსებისთვის”.
“ვიდრე სახელმწიფოს შესწევს უნარი დააფასოს თავისი გმირები, ვინც საფუძველი ჩაუყარეს ქართული სახელმწიფოს არსებობას, ქართული სახელმწიფო იარსებებს და ჩვენი ვალია მუდმივად დავაფასოთ მსხვერპლი, რამაც გამოიწვია ერის შეკვრა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ავიცილეთ თავიდან საომარი მოქმედებები, მაგრამ უნდა დავაფასოთ ის გმირები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ თავიანთი სიცოცხლის ფასად ღირდა ქვეყნის გადარჩენა. 8 აგვისტო ეს არის ჩვენი ისტორიის უახლოესი თარიღი, რომელსაც წმინდა თარიღად აღვნიშნავთ. მე ვიცი, რომ დღეს ცხინავლშიც მიმდინარეობს ასეთი ღონისძიებები, პატივს მიაგებენ დაღუპულ ადამიანებს. იმედს გამოვთქვამ, რომ მალე თბილისსა და ცხინვალში ომის დღეს ერთად გავიხსნებეთ, რადგან ეს არის ტრაგედია, ორივე ხალხის როგორც ქართველების, ისევე ოსებისთვის”, – განმარტა სახელმწიფო მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიადავით ნარმანიამ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა საფლავები გვირგვინით შეამკო