“გლობალ ალიანსის” ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების განხორციელებაში დაეხმარებიან

“გლობალ ალიანსის” ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების წარმატებით განხორციელებაში დაეხმარებიან, – ამის შესახებ “თაიმერს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით, საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გაახსნა.
“კონფერენცია მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მთავარი მაინც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის დასაწყისის მიმიდინარეობა და გარკვეული შეფასებაა. პროექტი იმ ადამიანების გადაუდებელი მკურნალობას ითვალისწინებს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც რამდენიმე თვეშიც კი საფრთხე დაემუქრებოდა. რეგისტრირებულია 6000-მდე პაციენტი, ამ წუთისათვის მკურნალობას გადის 1700 პაციენტი, უახლოეს დღეებში ჩაერთვება კიდევ რამდენიმე ასეული”, – აღნიშნა მინისტრმა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის პირველი ფაზა მოიცავს იმ 5000 პაციენტის მკურნალობას, რომელთა ღვიძლის მდგომარეობაც კრიტიკულია. გარდა ამისა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და მუშაობა დაავადების ელიმინაციის გრძელვადიან პროგრამაზე.
დღეს გამართულ კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ პაციენტთა თემის წარმომადგენლებიც. უწყების შეფასებით, აღსანიშნავია, რომ ელიმინაციის პროგრამის ჩარჩოში დაწყებული ჩ ჰეპატიტის რეალური მკურნალობის პროცესი, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ამ დაავადების პროფილაქტიკის მიმართულებით.
პროგრამის მიმდინაორება შეაფასეს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ “გლობალ ალიანსის” (GAHSC) პრეზიდენტმა, დოქტორმა ჟან-ელი მალკინმა, NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და სხვებმა.
“ჩვენი დღევანდელი შეხვედრა შეეხო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, ეს გამოკვეთილ იქნა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიერ, რადგან ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია საქართველოში, რაც შეგვეხება ჩვენ გლობალ ალიანსს, დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, მორიგი პროექტი კი პირველადი ჯანდაცვის სიტემა იქნება”, – აღნიშნა ჟან-ელი მალკინმა.
მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, გამოკვეთილი იყო ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელების პრიორიტეტი, რადგან ქვეყანაში ჩ ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია. “გლობალ ალიანსი” ამ პროექტში დაწყების დღიდან არის ჩართული დაეხმარება სამინისტროს რეფორმების წარმატებით განხორციელებაში.
კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო “ალიანსის” მოწვეული ექსპერტების, პროფესორების სტანისლავ პოლისა და იაზდან იაზდანპანას პრეზენტაციები თემებზე: “C ჰეპატიტის აღმოფხვრისაკენ – სტრატეგიების ოპტიმიზაცია” და ” აივ-ის და C ჰეპატიტის ეპიდემიებზე ინტეგრირებული ინტერვენციების ხარჯთეფექტურობის კვლევა: საქართველოს მაგალითი”.
“ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტური წამალი, რომლითაც ბევრი პაციენტი განიკურნება, ეს კეთდება იმისთვის, რომ დაავადება საერთოდ აღმოიფრქვას, თავდაპირველად უნდა მოხდეს წამლის დატესტვა, ეს კვლევა სწორედ ამას ემსახურება”, – აღნიშნა პროფესორმა იაზდან იაზდანპანაჰიმმა.
NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიო მასშტაბით საქართველო ერთ-ერთ სამოდელო ქვეყანად იქცა ჩ პეპატიტის ელიმინაციის გზაზე.
“მნიშვნელოვანია, რომ სტუმრად არიან ამ დარგის ლიდერი კლინიცისტები. დაავადებთა კონტროლის ცენტრი ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად აწარმოებს საველე სამუშაოებს C პეპატიტის ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევასთან დაკავშირებით. ეს არის დიდი კვლევა, რომელიც 7000 ადამიანზე შერჩევითი შემთხვევის პრინციპით ტარდება ქვეყანაში. საველე სამუშაოები მაისში დაიწყო და დღეს უკვე დამთავრებულია ისეთ დიდ ქალაქებსა და რაიონებში, როგორიც არის თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი. დანარჩენ რეგიონებში 9 ივლისიდან იწყება. საველე სამუშაოების დამთავრდებას დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ვგეგმავთ. პარალელურად, ლუგარის ცენტრსა და ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკულ ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. დღეისთვის ანტისხეულებზე უკვე გამოკვლეულია 3200 ადამიანი. აგრეთვე პისიარით და გენოტიპით დაახლოებით 150-მდე ნიმუში. ჯერ-ჯერობით ჩვენ არ ვასაჯაროვებთ ციფრებს, რადგან ის შემდეგ პროცესში ისევ შეიცვლება და დარწმუნებული ვარ, საინტერესო მონაცემებს მივიღებთ, რომელიც იქნება ბაზისური მონაცემების შემდგომი, ხანგრძლივვადიანი ელიმინაციის პროექტისთვის. ამავე დროს პარალელეურად მიმდინარეობს დიდი ელიმინაციის გეგმის დაწერა. 28 ივლისს არის მსოფლიო ჰეპატიტის დღე. სწორედ ამ დღეს ელიმინაციის პირველ დრაფთს განვიხილავთ,” – განაცხადა NჩDჩ-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის გარდა, ჯანდაცვის სისტემაში შემდეგი პრიორიტეტი, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ამოქმედება და ხარისხის გაუმჯობესება იქნება.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით თბილისში გამართულ კონფერენციაზე კომპანიის პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა განაცხადა, რომ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში, რომლის დაწყების შესახებაც დღეს მინისტრმა სერგეენკომ გამოაცხადა, მხარდაჭერას საკონსულტაციო ჯგუფი “გლობალ ალიანსი” (GAHSC) გაუწევს.
“გლობალ ალიანსი” ამ რეფორმის განხორციელებაში სრულად გაუწევს დახმარებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს”, – განაცხადა მალკინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, კონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
“განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რეფორმის აუცილებლობის მნიშვნელობა მთლიანად ჯანდაცვის სისტემისთვის და ასევე თვითონ სისტემაში მიმდინარე რეფორმის შეფასებები”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიკახეთში გაუპატიურებული პირველკლასელის მშობლებს მოძღვარმა ურჩია, პოლიციისთვის არ მიემართათ
შემდეგი სტატია,,ევროპა საბერძნეთს ცხვირში ამოადენს ამ ნაბიჯს, ოღონდ ბოლომდე არ გაწირავს,,